თავში

პოლიციელი, რომელსაც შავკანიანი ქალის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს, გირაოთი გაათავისუფლეს

​პოლიციელი, რომელსაც შავკანიანი ქალის
პოლიციელი, რომელსაც შავკანიანი ქალის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს, გირაოთი გაათავისუფლეს

აშშ-ს პოლიციის ოფიცერი აარონ დინი, რომელსაც შავკანიანი ქალის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს, გირაოთი გაათავისუფლეს. გირაომ 200 000 დოლარი შეადგინა. გამომძიებლების თქმით, აარონი შემდეგ სასამართლო პროცესამდე მუდმივი მონიტორინგის ქვეშ დარჩება და ჩადენილზე აუცილებლად აგებს პასუხს.

მკვლელობა ტეხასში 13 ოქტომბერს მოხდა. მამაკაცმა, რომელსაც 28 წლის მეზობლის ატატიანა ჯეფერსონის სახლის კარი ღია დახვდა, იფიქრა, რომ სახლში მძარცველი იმყოფება და ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

პოლიციელები სახლის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებდნენ, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ფანჯარაში ადამიანი შენიშნა და ხელების აწევა უბრძანა, შემდეგ კი გაისროლა. სახლში შესულმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ დაჭრილი სახლის პატრონია და მას პირველადი დახმარება გაუწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს ატატიანა დისშვილს ეთამაშებოდა. ქალს ეზოდან ხმაური მოესმა და ფანჯარაში გაიხედა, შემდეგ კი ის პოლიციელმა მოკლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system