თავში

Politico: აშშ-ში ვაქცინა დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი

Politico: აშშ-ში ვაქცინა დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი
Politico: აშშ-ში ვაქცინა დეკემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი

აშშ-ის მთავრობის კორონავირუსის ვაქცინის საინიციატივო ჯგუფის წამყვანი მეცნიერის, მონცეფ სლაუის განცხადებით, 20 მილიონი ამერიკელისთვის COVID-19-ის ვაქცინა, შესაძლოა, 2020 წლის დეკემბრის თვეში იყოს ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

13 ნოემბერს თეთრ სახლში გამართულ კონფერენციაზე სლაუიმ აღნიშნა, რომ მისი გათვლებით, თებერვლის ბოლოს ვაქცინას აშშ-ში 70 მილიონიდან 80 მილიონამდე ადამიანი მიიღებს.

თუმცა, აშშ-ის წამყვანი ეპიდემიოლოგის ენტონი ფაუჩის განცხადებით, COVID-19-ის ვაქცინა ფართო საზოგადოებისთვის შესაძლოა 2021 წლის აპრილში იყოს ხელმისაწვდომი.

მონცეფ სლაუის განცხადებით პირველ ეტაპზე ვაქცინას სამედიცინო ჯანდაცვის მუშაკები და მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირები მიიღებენ.

სლაუი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს რამდენიმე კვირებში აშშ-ის მარეგულირებელი კომისია ორ ვაქცინას დაამტკიცებს.

ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინა, კვლევების მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ, კორონავირუსის წინააღმდეგ 90%-ით ეფექტური აღმოჩნდა. მკვლევარების ვარაუდით ვაქცინა მზად ნოემბრის მეორე ნახევრისთვის იქნება.

კომპანია Pfizer-ის გარდა, კლინიკური ტესიტრების ბოლო ეტაპს გადის Johnson & Johnson-სა და AstraZeneca-ის მიერ შემუშავებული ვაქცინაც.

სლაუი აღნიშნავს, რომ ამ ორი ვაქცინის მიერ შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში აშშ-ში ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system