თავში

პოლიტიკოსი, რომელსაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყველაზე ხანგრძლივი გამოსვლა ჰქონდა

​პოლიტიკოსი, რომელსაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყველაზე ხანგრძლივი
პოლიტიკოსი, რომელსაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ყველაზე ხანგრძლივი გამოსვლა ჰქონდა

პოლიტიკოსი, რომელმაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე ყველაზე ხანგრძლივი სიტყვა წარმოსთქვა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გახდა. მისი გამოსვლა 48 წუთს გრძელდებოდა.

მაკრონმა საერთაშორისო პოლიტიკის თითქმის ყველა თემაზე ისაუბრა, კორონავირუსის პანდემიით დაწყებული, ალექსეი ნავალნით დამთავრებული. მან ევროპის უსაფრთხოებაზე, ბელარუსზე, სირიაზე, ირანზე, ჩრდილოეთ კორეაზე, ლიბიასა და ლიბანზე ისაუბრა.

ყველაზე ხანმოკლე უნგრეთისა და მონღოლეთის წარმომადგენლების სიტყვა აღმოჩნდა, რომელიც 6 წუთს გაგრძელდა.

მოულოდნელად მოკლე აღმოჩნდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსვლაც. მან 8 წუთამდე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატით გამოდიოდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system