თავში

პოლიტკორექტულობის გამო ნიდერლანდებში საბავშვო ზღაპრებს ცვლიან - PHOTO

​პოლიტკორექტულობის გამო ნიდერლანდებში საბავშვო ზღაპრებს ცვლიან
პოლიტკორექტულობის გამო ნიდერლანდებში საბავშვო ზღაპრებს ცვლიან - PHOTO

მთელი ნიდერლანდის მასშტაბით ბიბლიოთეკები ვიტრინებიდან საბავშვო ზღაპრების წიგნებს მალავენ, რომელთა გარეკანზე შავი პიტი, ადგილობრივი თოვლის ბაბუის - სინტაკლასის თანაშემწეა გამოსახული. ამის შესახებ გამოცემა Algemeen Dagblad წერს.

"უხსოვარი დროიდან, 5-6 დეკემბრის ღამეს ბავშვები იმ იმედით იძინებდნენ, რომ ეს ზღაპრული შავკანიანი პერსონაჟი ღუმელის, ან ბუხრის მილით ჩამოვა და ყველაზე ბეჯითებს ნანარტ საჩუქრებს დაუტოვებს", - წერს გამოცემა.

ახლა კი პოლიტკორექტულობის გამო, ცვლილებების დრო გაგდა.

"იზრდება აღქმა, რომ შავი პიტი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სტერეოტიპს ქმნის და ბიბლიოთეკები ამას ითვალისწინებს. ამაში არაფერია უცნაური. ბევრი საბავშვო წიგნი კატალოგიდან ამოღებულია, რადგან ისინი მორალს ეწინააღმდეგება", - განაცხადეს ნიდერლანდების საჯარო ბიბლიოთეკების ასოციაციაში.

მისი თქმით, ჰოლანდიელთა ნაწილს ჯერ კიდევ სურს, რომ პიტის ძველებური გარეგნობა შენარჩუნდეს.

"ზოგ ადამიანს ფაშიზმი უყვარს. დიახ, ეს უხეშად ჟღერს, მაგრამ ცალკეული ჯგუფები ჩვენს პოლიტიკას ვერ შეცვლის. თეთრკანიანი ბავშვებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურება პიტი, შავკანიანები კი თვლიან, რომ ის უცნაური და არასასიამოვნოა და ეს ყველაზე მთავარია", - აცხადებენ ასოციაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system