თავში

პოლიციამ აშშ-ში 150 დაკარგული ბავშვი იპოვა

პოლიციამ აშშ-ში 150 დაკარგული ბავშვი იპოვა
პოლიციამ აშშ-ში 150 დაკარგული ბავშვი იპოვა

პოლიციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტენესის შტატში ერთთვიანი ძებნის შემდეგ 150 უგზო-უკვლოდ დაკარგული ბავშვი იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საგამოძიებო ბიურო (TBI) ავრცელებს.

სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ 3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები იპოვეს. 5 მათგანი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი აღმოჩნდა. ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ტენესის შტატში სულ 240 ბავშვი დაიკარგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system