თავში

პოლიციამ მოკლა კაცი, რომელმაც 23 ბავშვი სარდაფში გამოკეტა - PHOTO

პოლიციამ მოკლა კაცი, რომელმაც 23 ბავშვი სარდაფში გამოკეტა
პოლიციამ მოკლა კაცი, რომელმაც 23 ბავშვი სარდაფში გამოკეტა - PHOTO

ინდოეთში პოლიციამ მოკლა კაცი, რომელმაც 23 ბავშვი თავისი ერთი წლის შვილის დაბადების დღის ყალბ წვეულებაზე მიიყვანა და სარდაფში გამოკეტა.  

სუბაშ ბათამმა შვილის დაბადების დღეზე თავისი სოფლის ბავშვები დაპატიჟა, შემდეგ კი ყველა სტუმარი, მათ შორის თავისი მეუღლე და შვილი მძევლად აიყვანა. მძევლების უმეტესობა 10 წლამდე ასაკის ბავშვი იყო, გარდა ერთი, 6 თვის ჩვილისა. 

CNN-ის ინფორმაციით, დამნაშავე მძევლების გასათავისუფლებლად თითო ბავშვში 10 მილიონ რუპიას ითხოვდა. პოლიციის ინფორმაციით, კაცი შეირაღებული იყო, მას ცეცხლასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა სარდაფში. 

არასრულწლოვნები მძევლად 10 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ვიდრე პოლიცია სუბჰაშ ბათამთან მოლაპარაკებებს მართავდა. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა შტურმი მოაწყეს და დამნაშავე მოკლეს. 

ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა ბოროტმოქმედის მეუღლე, ორი პოლიციელი და ერთი გამვლელი.

ცნობისთვის, მამაკაცი მანამდე მკვლელობაში იყო ბრალდებული, თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system