თავში

პოლიციელებმა დონალდ ტრამპი ექსტრემისტებთან კავშირში დაადანაშაულეს

​პოლიციელებმა დონალდ ტრამპი ექსტრემისტებთან კავშირში დაადანაშაულეს
პოლიციელებმა დონალდ ტრამპი ექსტრემისტებთან კავშირში დაადანაშაულეს

აშშ-ის კაპიტოლიუმის 7-მა პოლიციელმა ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივლა. მას ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებთან შეთქმულებაში ადანაშულებენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ თავდასხმა იყო კულმინაცია, რომელიც ტრამპის რიტორიკის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციელების თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა იცოდა, რომ ძალადობის დიდი ალბათობა არსებობს და მას ახალისებდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ამით არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცებას შეაფერხებდა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ტრამპი გაურიგდა ექსტრემისტულ ჯგუფებს The Proud Boys და Oathkeepers, ასევე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს, მათ შორის როჯერ სტოუნსა და ალი ალექსანდერს.

”ტრამპმა სხვა ბრალდებულებთან ერთად განზრახ და დაჟინებით გააკეთა და წაახალისა არჩევნების გაყალბების შესახებ ცრუ განცხადებები არჩევნების შედეგების დისკრედიტაციის მიზნით და მის მხარდამჭერებში აღშფოთება ხელოვნურად გამოიწვია”, - ნათქვამია სარჩელში.

6 იანვარს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ, კაპიტოლიუმის შტურმი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კენჭისყრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირებას 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ემსხვერპლა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, 252 ხმით 175-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საგამოძიებო კომისიის შექმნას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system