თავში

პოლიციელის დროშით ცემის გამო კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე დააკავეს - PHOTO

პოლიციელის დროშით ცემის გამო კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე დააკავეს
პოლიციელის დროშით ცემის გამო კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილე დააკავეს - PHOTO

აშშ-ის პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც კაპიტოლიუმზე შტურმისას პოლიციელი ფლაგშტოკით სცემა. თავდამსხმელი გამოძიების ფედერალურმა ბიურომ "ტვიტერზე" განთავსებულ ვიდეოში ამოიცნო. ის არკანზასში მცხოვრები პიტერ ფრენსის სთაჯერი აღმოჩნდა. სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს როგორ ურტყამს ის ძირს დავარდნილ პოლიციელს ამერიკული დროშის ტარს.

"ყველაფერი, ვინც ამ შენობაშია, ქვეყნის მოღალატეები არიან. ყველაფერს, რაც ამ შენობაში ხდება, მხოლოდ სიკვდილი გამოასწორებს"- აცხადებს ვიდეოში სთაჯერი.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კონგრესზე შტურმის გამო კიდევ ერთი პირი ქევინ სიფრიდი დააკავა. იგი კონფედერაციის დროშით ხელში, კაპიტოლოუმის შენობაში მოსეირნე, ფოტორეპორტიორების ობიექტივში მოხვდა.

სიფრიდთან ერთად ბრალდება მის შვილს, ჰანტერსაც წარუდგინეს. მათ კაპიტოლიუმის შენობაში ნებართვის გარეშე, ძალადობრივი გზით შეჭრა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ ბრალად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system