თავში

პოლიციის მიერ აფროამერიკელის მკვლელობას აშშ-ში არეულობები მოჰყვა

​პოლიციის მიერ აფროამერიკელის მკვლელობას აშშ-ში არეულობები მოჰყვა
პოლიციის მიერ აფროამერიკელის მკვლელობას აშშ-ში არეულობები მოჰყვა

აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობებია. მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა.

გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ინციდენტის ვიდეო უამრავმა თვითმხილველმა გადაიღო და ინტერნეტში გაავრცელა. ამან სოციალური ქსელები ფაქტობრივად ააფეთქა. მოსახლეობა აცხადებდა, რომ ფერადკანიანი ადამიანის რასობრივი დისკრიმინაცია დაუშვებელია.

ვირტუალური პროტესტი მალე რეალურად იქცა. საპროტესტო აქციები არეულობებში და პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავების მანქანებს ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ.

საქმით აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო დაინტერესდა. მათ გამოძიება უკვე დაიწყეს. ფიგურანტი პოლიციელები სამსახურებრივ მოვალეობას ჩამოაშორეს.

მინეაპოლისის მოსახლეობა დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. გუშინ ღამე ისინი პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბნენ, კარი ჩალეწეს და შენობასა და მანქანებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. პოლიციამ შეკრებილები ცრელმსადენი აირით და ხმოვანი ყუმბარებით დაშალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system