თავში

პოლონეთი კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფაში ბრალდებულებს დროებით დააკავებს

პოლონეთი კაჩინსკის თვითმფრინავის
პოლონეთი კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფაში ბრალდებულებს დროებით დააკავებს

პოლონეთის პროკურატურამ ვარშავის სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა იმ სამი რუსი დისპეტჩერის დროებით დაკავების შესახებ, რომლებიც 2010 წლის 10 აპრილს, პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის Ту-154М-ის კატასტროფის დღეს სმოლენსკის " სევერნის" აეროპორტში მორიგეობდნენ.

რუსეთმა პოლონეთის გადაწყვეტილება დაგმო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დისპეტჩერების ექსტრადიციის შესაძლებლობა გამორიცხა.

შეგახსენებთ, 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავმა "Tu-154M" ავიაკატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფაში პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე მარია კაჩინსკი და ქვეყნის დელეგაციის 96 წევრი დაიღუპა.

ავიაკატასტროფიდან ერთი წლის შემდეგ რუსეთმა საგამოძიებო შედეგები წარადგინა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად კი უამინდობა დაასახელა. პოლონეთის მთავრობამ ხელახალი გამოძიება 2015 წელს დაიწყო, გასულ წელს კი ექსპერტებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავის მარცხენა ფრთა შიდა აფეთქებამ დააზიანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system