თავში

პოლონეთის პრემიერი, შესაძლოა, ისევ მატეუშ მორავეცკი გახდეს

​პოლონეთის პრემიერი, შესაძლოა, ისევ მატეუშ მორავეცკი გახდეს
პოლონეთის პრემიერი, შესაძლოა, ისევ მატეუშ მორავეცკი გახდეს

პარტია „კანონი და სამართლიანობა“, რომელმაც პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები მოიგო, მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად კვლავ მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის წარდგენას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ პოლონეთის სენატის ზედა პარლამენტის სპიკერმა, სტანისლავ კარჩევსკიმ დაადასტურა.

„პრემიერის პოსტზე ჩვენი კანდიდატი მატეუშ მორავეცკია“, - განაცხადა მან.

პარტიამ „კანონი და სამართლიანობა“ სეიმის ქვედა პალატაში ხმების 43.59 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, „სამოქალაქო პლატფორმამ“ კი 27.4 პროცენტი.

აღნიშნული შედეგების მიხედვით, პარტია 460-ადგილიან ქვედა პალატაში 235 მანდატს მიიღებს. „სამოქალაქო პლატფორმას“ 134 მანდატი ექნება.

არჩევნების შედეგების მიხედვით, „კანონი და სამართლიანობამ“ უმრავლესობა დაკარგა პოლონეთის პარლამენტის 100-ადგილიან სენატში და 48 ადგილს მიიღებს, მისი მთავარი კონკურენტი კი 43 ადგილს.

არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 61.74 პროცენტი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system