
კორონავირუსის გავრცელების გამო პოლონეთის ხელისუფლება ახალი შეზღუდვების დაწესებისკენ ემზადება.
ამის შესახებ ტელეარხ Polsat-ის ეთერში ქვეყნის პრემიერის კანცელარიის ხელმძღვანელმა, მიხეილ დვორჩიკმა განაცხადა.
"დღეს ჩვენ 29 ათასზე მეტი ახალი ინფიცირებული გვეყოლება. სამწუხაროდ, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დამატებითი შეზღუდვები აუცილებელი იქნება. ჩვენ რთული გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს", - განაცხადა მან.
დვორჩიკის თქმით, ახალი შეზღუდვები დღის ბოლომდე გამოცხადდება.
ამასთან, 20 მარტიდან 9 აპრილამდე პოლონეთში "ლოქდაუნი" მოქმედებს.