თავში

პოლონეთის მოქალაქეები აბორტის აკრძალვას აპროტესტებენ

პოლონეთის მოქალაქეები აბორტის აკრძალვას აპროტესტებენ
პოლონეთის მოქალაქეები აბორტის აკრძალვას აპროტესტებენ

პოლონეთში უკვე მეორე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აბორტის სრულ აკრძალვას აპროტესტებენ. ამის შესახებ საინფორმაციო გამოცემა Reuters წერს. 

ვარშავაში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა მმართველი პარტიის „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის სახლთან. 

”კანონი აიძულებს ღარიბებს, გააჩინონ შვილები მათი ნების საწინააღმდეგოდ, მაშინაც კი, როდესაც მათ გადარჩენის შანსი არ აქვთ", - განაცხადა უფლებადამცველმა კამილა ფერენცმა. 

მცირე საპროტესტო აქციები ასევე გაიმართა ქალაქ კრაკოვში, ლოძსა და შჩეცინში.

ვარშავაში გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. 

გამოცემის ცნობით, 22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტის აკრძალვის შესახებ ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც ქვეყანაში აბორტი თითქმის სრულად აიკრძალა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ნაყოფის განვითარება პრობლემებთან არის დაკავშირებული. პოლონეთში აბორტი დასაშვები იქნება მხოლოდ ინცესტის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში თუ დედის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system