თავში

პოლონეთის მთავრობა გადადგა

პოლონეთის მთავრობა გადადგა
პოლონეთის მთავრობა გადადგა

პოლონეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. მთავრობა, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სესიაზე გადადგა.  

შეგახსენებთ, რომ 13 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „კანონმა და სამართალმა“ გაიმარჯვა. 460-ადგილიან სეიმში იაროსლავ კაჩინსკის პარტიას 235 დეპუტატი ეყოლება. ეს შედეგი მას მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პარტიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მინისტრთა კაბინეტს ისევ მატეუშ მორავეცკი უხელმძღვანელებს.

ოპოზიციურ „სამოქალაქო კოალიციას“ სეიმში 134 მანდატი, „დემოკრატი მემარცხენეების კავშირს“ 39 მანდატი, „პოლონეთის გლეხთა პარტიას“ 30 მანდატი, ევროსკეპტიკოსთა და ნაციონალისტთა გაერთიანება „კონფედერაციას“ კი 11 მანდატი ექნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system