თავში

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მკაცრი ზომების დაწესებას მოითხოვს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მკაცრი ზომების დაწესებას მოითხოვს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში მკაცრი ზომების დაწესებას მოითხოვს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესების მომხრეა. ამის შესახებ New Europe წერს.

ქვეყნის პარლამენტმა საგანგებო სხდომა გამართა, სადაც განიხილავენ კანონპროექტს, რომელიც გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემას დაეხმარება. სხდომაზე ასევე პოლონეთში მკაცრი წესების შემოღების შესახებ იმსჯელეს.

"მე გირჩევთ, შაბათიდან მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ მთელი პოლონეთი ე.წ. წითელ ზონად გამოვაცხადოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ზომების თანახმად, საშუალო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მთავრობამ რესტორნებს სამუშაო საათები შეუზღუდა. ქვეყანაში ყველა საცურაო აუზი და სპორტული დარბაზი დაიხურა.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის პოლონეთში COVID-19-ით 200,000 ადამიანი დაინფიცირდა და 3 851 გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system