თავში

პოლონეთის სახელმწიფო დაწესებულებებიდან ევაკუაცია განხორციელდა

​პოლონეთის სახელმწიფო დაწესებულებებიდან ევაკუაცია განხორციელდა
პოლონეთის სახელმწიფო დაწესებულებებიდან ევაკუაცია განხორციელდა

პოლონეთის სახელმწიფო დაწესებულებების შენობებიდან, მათ შორის უზენაესი სასამართლოს შენობიდან, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხის გამო, თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შეტყობინება შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სასამართლომ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო. შეტყობინების ფოტოასლი Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.

შეტყობინების ავტორი, რომლიც თავის თავს კამილ რაზპუტიად მოიხსენიებდა. "თქვენს შენობაში ბომბია. ის ზუსტად შუადღეზე აფეთქდება და თქვენ ყველანი ტალახს შეჭამთ იმისთვის, რაც მე გამიკეთეთ, ნათქვამი იყო შეტყობინებაში.

ფაქტი იმ დღეს დაემთხვა, როდესაც სასამართლოს სამოქალაქო პალატამ შვეიცარული ფრანკებში იპოთეკასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო უნდა გამოაქვეყნოს. ათასობით პოლონელმა, დაბალი პროცენტის იმედით, 10 წლის წინ კრედიტი შვეიცარულ ფრანკებში აიღო, თუმცა ზლოტის კურსის დაცემის შემდეგ, მათი კრედიტი გაიზარდა და ბევრმა სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system