თავში

პოლონეთის სეიმის წევრი სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიმართავს

​პოლონეთის სეიმის წევრი სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით
პოლონეთის სეიმის წევრი სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიმართავს

პოლონეთის სეიმის წევრის, მალგოჟატა გოშიევსკას განცხადებით, საქარველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პოლონეთის პარლამენტმა აპელაციის მიმართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.

ამის შესახებ მალგოჟატა გოშიევსკა სოციალურ ქსელ "Facebook-ში წერს."

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე, ჩემი ინიციატივით შედგა პოლონეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა, რომლის დროსაც აპელაციით მივმართეთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ეამონა გილმორეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი",– წერს გოშიევსკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system