თავში

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო საზღვრიდან ახალ ვიდეოს აქვეყნებს - VIDEO

​პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო საზღვრიდან ახალ ვიდეოს აქვეყნებს
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო საზღვრიდან ახალ ვიდეოს აქვეყნებს - VIDEO
© WYBORCZA

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსის საზღვრიდან მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სროლის ხმა ისმის. უწყების ცნობით, ბელარუსის მხარე პროვოკაციულ სროლას ახორციელებდა.

"ბელარუსული მხარის მორიგი პროვოკაცია. სროლის ხმები, სავარაუდოდ ყალბი ვაზნებით - ყოველდღიური რეალობაა, რომელსაც ჩვენი სამხედროები და თანამშრომლები აწყდებიან", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, სამინისტროში არ აკონკრეტებენ, სად და როდის გადაიღეს ვიდეო.

ამასთან, სოციალურ ქსელებში სხვა ვიდეოც ვრცელდება, რომელშიც, მომხმარებლების თქმით, ჩანს, რომ უზარმაზარი ჯგუფი კუზნიცას გამშვებ პუნქტთან საზღვრის გარღვევას ცდილობს.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, საზღვართან ახალი ჯგუფებია განლაგებული, რომლებიც ბელარუსის სამსახურების ზედამხედველობით, საზღვრის შტურმს გეგმავენ.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა.

ცნობისთვის, მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system