
პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. ინფორმაციას RMF 24 ავრცელებს.
გადაწყვეტილებას 237 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 179 წინააღმდეგი იყო, 31-მა თავი შეიკავა.
პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.