თავში

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობა გააორმაგა

​პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობა გააორმაგა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობა გააორმაგა

პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

"მე-16, მე-18 და მე-12 დივიზიების თითქმის 6 000 ჯარისკაცი პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე მსახურობს“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ჯარისკაცები დახმარებას უწევენ მესაზღვრეებს, რათა ბელარუსის მხრიდან საზღვრის გადაკვეთის უკანონო მცდელობა არ მოხდეს.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ 18 ოქტომბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 612 მცდელობა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system