თავში

პოლონეთმა ჩამოსულებისთვის სრული კარანტინი დააწესა

​პოლონეთმა ჩამოსულებისთვის სრული კარანტინი დააწესა
პოლონეთმა ჩამოსულებისთვის სრული კარანტინი დააწესა

24 ივნისიდან პოლონეთი აწესებს სავალდებულო 10-დღიან კარანტინს მათთვის, ვინც ქვეყანაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ჩავა. ამის შესახებ პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალდემარ კრასკამ განაცხადა.

"კარანტინი არ ეხება შენგენის ზონიდან და ევროკავშირიდან ჩამოსულ პირებს", - დასძინა მან.

ამასთან, კრასკას თქმით, პირმა, შესაძლოა, კარანტინი 7 დღეში და COVID-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ დატოვოს.

გარდა ამისა, სავალდებულო კარანტინისგან გათავისუფლდებიან სრულად ვაქცინირებული პირები, ასევე 12 წლამდე ბავშვები, რომლებსაც სრულად ვაქცინირებული მშობლები ახლავს.

კრასკას თქმით, ამ შეზღუდვების მიზეზი პოლონელების კორონავირუსის საშიში შტამებისგან, მაგალითად ე.წ. ინდური შტამისგან დაცვაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system