თავში

პოლონეთმა Pfizer-ის ვაქცინის 2-ჯერ ნაკლები დოზა მიიღო

პოლონეთმა Pfizer-ის ვაქცინის 2-ჯერ ნაკლები დოზა მიიღო
პოლონეთმა Pfizer-ის ვაქცინის 2-ჯერ ნაკლები დოზა მიიღო

პოლონეთში Pfizer-ის ვაქცინის 2-ჯერ ნაკლები დოზა გაიგზავნა, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ ევროკავშირის ყველა ქვეყანა ვაქცინის დოზების შემცირების შესახებ გააფრთხილა, მათ შორის იყო პოლონეთიც. თუმცა, ეს მხოლოდ ვაქცინის გამოგზავნამდე წინა დღეს მოხდა. ამიტომ ვარშავა დოზების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას არ ელოდებოდა. მან ასევე დასძინა, რომ ვაქცინის დოზების რაოდენობა დაახლოებით 50%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის ვაქცინის მიწოდება პოლონეთში კვირაში ერთხელ, ორშაბათობით ხდება. თითოეული პარტია ვაქცინის 360 ათას დოზას მოიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system