თავში

პოლონეთს ბელარუსის საზღვარზე შეიარაღებული პროვოკაციების ეშინია

​პოლონეთს ბელარუსის საზღვარზე შეიარაღებული პროვოკაციების ეშინია
პოლონეთს ბელარუსის საზღვარზე შეიარაღებული პროვოკაციების ეშინია

პოლონეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ბელარუსის საზღვარზე შეიარაღებული პროვოკაცია იქნება. ამის შესახებ პოლონური რადიოს ეთერში ქვეყნის პრეზიდენტის კანცელარიის წარმომადგენელმა, იაკუბ კუმოხმა განაცხადა.

”ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ”, - დასძინა მან.

კუმოხმა აღნიშნა, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ბევრი მიგრანტია თავმოყრილი და საზღვრის გარღვევის მცდელობები რეგულარულად ხდება.

"ჩვენ ვნახეთ ლაზერის გამოყენება, ვიცით, რომ იქ სნაიპერები არიან. ჩვენ ვშიშობთ, რომ შეიარაღებული პროვოკაცია იქნება", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, როდესაც მიგრანტების ახალი ჯგუფები პოლონეთის საერთო საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.

მიგრანტების ორმა დიდმა ჯგუფმა ღობეები გაარღვია და ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა.

ცნობისთვის, მიგრანტებთან დაძაბული სიტუაციის გამო პოლონეთმა საზღვრის გასწვრივ ჯარები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

მანამდე პოლონეთის სეიმმა მიგრაციული კრიზისის ფონზე ბელარუსის სასაზღვრო რაიონებში საგანგებო მდგომარეობა 60 დღით გაახანგრძლივა. პოლონეთი ბელარუსს მის საზღვრებთან მიგრანტების ნაკადის განზრახ მოზღვავებაში ადანაშაულებს და ამის მიზეზად დესტაბილიზაციის მცდელობებს ასახელებს.

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ხელს მოაწერს. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართების აგება საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესაჩერებლად აგვისტოში დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system