თავში

პოლონეთში აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეებმა ქუჩები გადაკეტეს - VIDEO

​პოლონეთში აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეებმა ქუჩები გადაკეტეს
პოლონეთში აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეებმა ქუჩები გადაკეტეს - VIDEO

პოლონეთში აბორტის კანონის გამკაცრების მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო გამოსვლები 50 ქალაქში გამართეს. აქციები ქალაქ ზაკოპიეში დაიწყო და შემდეგ მთელ ქვეყანას მოედო. დემონსტრანტებმა გადაკეტეს ავტომაგისტრალები. ვარშავას ცენტრში რადენიმე საათი მოძრაობა პარალიზებული იყო.

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორსულობის ხელოვნური გზით შეწყვეტა თითქმის სრულად აიკრძალა. აბორტის გაკეთება აკრძალულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაყოფს თანდაყოლილი პრობლემები და სერიოზული დარღვევები აქვს.

გამონაკლისი დაშვებულია იმ ქალებისთვის, რომლებიც გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად დაფეხმძიმდნენ ან, თუ დედის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

პოლონეთში ეს აბორტის შეზღუდვის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით ხალხის გამოსვლის პირველი შემთხვევა არაა. ქალებმა ქვეყანაში აბორტის უფლება უკვე არა ერთხელ მოითხოვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system