თავში

პოლონეთში არჩევნები მიმდინარეობს

პოლონეთში არჩევნები მიმდინარეობს
პოლონეთში არჩევნები მიმდინარეობს

პოლონელი ამომრჩეველი დღეს გადაწყვეტს თუ ვის ჩააბარებს ხელისუფლებას უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში. გამოკითხვების მიხედვით, მმართველი პარტია ლიდერობს. მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკური გაერთიანება - „კანონი და სამართლიანობა“ ქვეყნის ხელისუფლებაში 2015 წელს მოვიდა. პოლონეთში სასამართლო სისტემის პოლიტიზირების საკითხზე მიმდინარე სკანდალის მიუხედავად, ეგზიტპოლები მმართველ პარტიას არჩევნებში 43 პროცენტით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ. ლიდერ ოპოზიციურ პარტიას გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის 28 პროცენტი უჭერს მხარს.

საბოლოო შედეგს ამომრჩეველთა აქტიურობა გადაწყვეტს. მკვლევარების ცნობით, არჩევნებზე წასვლას მმართველი პარტიის მომხრეთა მხოლოდ 49 პროცენტი გეგმავს. ამ დროს კი ოპოზიციურ პარტიებს სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული. პროგნოზის მიხედვით, არჩევნებზე მათი ამომრჩევლების 75 პროცენტი მივა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system