თავში

პოლონეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მოიპარეს

​პოლონეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მოიპარეს
პოლონეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მოიპარეს

პოლონეთში, ილოვო-ოსადის სამედიცინო ცენტრში COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის სამი ფლაკონი მოიპარეს, რომელითაც 15-18 ადამიანის ვაქცინაცია იყო შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ Polsat News.pl ავრცელებს.

”ოთხშაბათს დილით 7:36 საათზე მივიღეთ შეტყობინება ილოვო-ოსადის კერძო კლინიკაში შეღწევის შესახებ. ქურდობა კლინიკის თანამშრომელმა აღმოაჩინა. მინა გატეხილი იყო“, - განუცხადა გაზეთს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.

ვაქცინაციის მსურველებს უკვე განუცხადეს, რომ ისინი აცრის გარეშე დარჩებიან.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ილოვო-ოსადში დაახლოებით 3 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქ ვაქცინაციის მხოლოდ ერთი სადგურია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system