თავში

პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინა უფასო იქნება

პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინა უფასო იქნება
პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინა უფასო იქნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითი და უფასო იქნება.

"ვაქცინაციის პროცესი ორგანიზებული, სწრაფად და მარტივი იქნება. მსურველებს ონლაინ, წინასწარ შეეძლებათ ვაქცინაზე დარეგისტრირება. ასევე შესაძლებელი იქნება ტრადიციული ჩაწერებიც. ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, ადამიანს 21 დღის შემდეგ განმეორებით აცრის ჩატარება მოუწევს. ჩვენ ვაქცინების თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულად გადავიხდით, ამიტომ ის მოქალაქეებისთვის უფასო და ნებაყოფლობითი იქნება", - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 2021 წლის იანვრის ბოლოს, მაქსიმუმ თებერვლის დასაწყისში გამოჩნდება. მისივე თქმით, უპირველეს ყოვლისა, აიცრებიან სამედიცინო მუშაკები და 75 წელს გადაცილებული ადამიანები, მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს კი რიგში ჩადგომა მოუწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system