თავში

პოლონეთში დემონსტრანტები აბორტის აკრძალვის გაუქმების მოთხოვნით ეკლესიებში შეიჭრნენ

პოლონეთში დემონსტრანტები აბორტის აკრძალვის გაუქმების მოთხოვნით ე
პოლონეთში დემონსტრანტები აბორტის აკრძალვის გაუქმების მოთხოვნით ეკლესიებში შეიჭრნენ

პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აბორტის თითქმის სრულებით აკრძალვას აპროტესტებენ. საინფორმაციო გამოცემა Reuters-ის ცნობით, წითელ მანტიებში გამოწყობილი დემონსტრანტები აღნიშნული კანონის აკრძალვის მოთხოვნით ეკლესიებში შევიდნენ.

საპროტესტო აქციების ორგანიზატორების განცხადებით, პოლონეთის კონსერვატიული მმართველი პარტია "სამართალი და სამართლიანობა", პოლონეთის კათოლიკური ეკლესიის სასარგებლოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს იყენებს. თავად პარტია ბრალდებას უარყოფს.

საეკლესიო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აბორტის აკრძალვის შესახებ ახალი კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც ქვეყანაში აბორტი თითქმის სრულად აიკრძალა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ნაყოფის განვითარება პრობლემებთან არის დაკავშირებული. პოლონეთში აბორტი დასაშვები იქნება მხოლოდ ინცესტის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში თუ დედის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system