თავში

პოლონეთში კაფე-ბარები და რესტორნები დაიკეტა

პოლონეთში კაფე-ბარები და რესტორნები დაიკეტა
პოლონეთში კაფე-ბარები და რესტორნები დაიკეტა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანაში 24 ოქტომბრიდან დამატებითი შეზღუდვები დაწესდა. 

ქვეყანაში შემოღებული იქნება შემდეგი შეზღუდვები:

4-8 კლასებისა და გამოსაშვები კლასის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ. 

16 წლამდე ასაკის ბავშვების გადაადგილება 08:00 საათიდან 16:00 საათამდე მხოლოდ ზრდასრულ პირებთან ერთად არის დასაშვები. 

დაიკეტა რესტორნები, ბარები და კაფეები. საკვებისა და სასმელის შეკვეთა შესაძლებელია ადგილზე მიტანის სერვისით.

სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე გაიმართება.

დაიკეტა სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები.

დაშვებულია არაუმეტეს 5 კაციან ჯგუფების შეკრება.

საკარანტინო შეზღუდვები სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system