თავში

პოლონეთში კორონავირუსის 7 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

​პოლონეთში კორონავირუსის 7 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
პოლონეთში კორონავირუსის 7 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

პოლონეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 7 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც აპრილის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას RMF FM ავრცელებს.

ამასთან, ერთი დღით ადრე, 26 ოქტომბერს ქვეყანაში COVID-19-ის 6265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 93 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ერთ თვეში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი დღეში დაახლოებით 10 ათასს მიაღწევს.

მათ მიერ შემუშავებული მოდელის თანახმად, შემოდგომის ტალღის პიკი დეკემბრის შუა რიცხვებზე მოვა, თუმცა შობისთვის შემცირება დაიწყება.

მანამდე, პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებდა, რომ თუ ქვეყანაში COVID-19-ის ინფიცირების რიცხვი დღეში 7 ათასს გადააჭარბებს, ხელისუფლებას მკაცრი შეზღუდვების შემოღება მოუწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system