თავში

პოლონეთში კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრა დაამტკიცეს

​პოლონეთში კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრა დაამტკიცეს
პოლონეთში კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრა დაამტკიცეს

პოლონეთში მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრები იწყება. ამის შესახებ პრემიერმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ბუსტერული დოზის მიღებას 18 წელს გადაცილებული ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.

"ამისთვის მსურველებს ვაქცინის ორივე დოზა, სულ მცირე, 6 თვის წინ უნდა ჰქონდეს გაკეთებული", - განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთში 20 მილიონამდე ადამიანია აცრილი, რაც მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტია.

ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირაა ინფიცირების მაჩვენებლის მატება ფიქსირდება. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 5,5 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 75 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system