თავში

პოლონეთში ლგბტ თემის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა

პოლონეთში ლგბტ თემის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა
პოლონეთში ლგბტ თემის მხარდამჭერთა აქცია გაიმართა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საფრეზინდეტო არჩევნების სამზადისის ფონზე ლგბტ თემის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ბოლო პერიოდში, სექსუალური უმცირესობების თემა საპრეზიდენტო კანდიდატებში დებატების საგანი გახდა. 

ქალაქის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების აღშფოთება პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებამ გამოიწვია. გასულ კვირას, სატელევიზიო მიმართვის დროს დუდამ განაცხადა, რომ ლგბტ ადამიანები "ნორმალური" პიროვნებების თანასწორნი არ არიან.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი, ხოლო მისმა საარჩევნო შტაბმა ჰომოფობიის ბრალდება უარჰყო. 

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეეძლებათ სურვილისამებრ, უბანზე ან ფოსტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system