თავში

პოლონეთში "ომიკრონით" გარდაცვალება დაფიქსირდა

​პოლონეთში "ომიკრონით" გარდაცვალება დაფიქსირდა
პოლონეთში ომიკრონით გარდაცვალება დაფიქსირდა

პოლონეთში კორონავირუსის "ომიკრონ" შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

"ომიკრონი ასევე საშიშია. ჩვენ გვაქვს, სულ მცირე, პირველი ორი გარდაცვალება ამ შტამის შედეგად. საერთო ჯამში ეს შტამი პოლონეთში 193 ადამიანში გამოვლინდა", - განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში.

გარდაცვლილები 92 და 85 წლის მამაკაცები არიან, რომლებიც აცრილები არ იყვნენ.

ამასთან, გასული კვირის განმავლობაში პოლონეთში "ომიკრონის" შტამით ინფიცირებულთა რიცხვი 7-8%-ით გაიზარდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 11 106 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 13 797 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system