თავში

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საარჩევნო უბნები 07:00 საათიდან გაიხსნა და ამომრჩევლებს ხმის მიცემა 21:00 საათამდე შეეძლებათ. 

პოლონეთის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებში  30 მილიონამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. კენჭისყრის პროცედურისთვის შეიქმნა 27 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 

კორონავირუსის პანდემიის გამო, კენჭისყრა ტარდება შერეული ფორმით. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ საარჩევნო უბნებისა და ფოსტის მეშვეობით.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს კონკურენციას მოქმედი პრეზიდენტი, ანჯეი დუდა და ოპოზიციური კოალიციის  კანდიდატი რაფალ ტშასკოვსკი გაუწევენ.  არჩევნების პირველ ტურში დუდამ ხმების 43,5% დააგროვა, ხოლო ტშასკოვსკიმ - 30,46%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system