თავში

პოლონეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

​პოლონეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა
პოლონეთში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

პოლონეთში შტორმ "ავრორას" შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მისი ცნობით, მანქანა ქარმა გზიდან გადააგდო, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთი მშენებელი კედლის ჩამონგრევას ემსხვერპლა, ორი კი ქალაქ ვროცლავში მანქანაზე ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

უამინდობამ პრობლემები გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში შექმნა.

ნიდერლანდებში ძლიერი ქარისა და წვიმის გამო მატარებლების მოძრაობა შეწყდა. საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში კი  ძლიერი ქარის გამო 250 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system