თავში

პოლონეთზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა

პოლონეთზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა
პოლონეთზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა

პოლონეთზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ თავდასხმა ”უპრეცედენტო” იყო და შედეგად დაზარალდა რესპუბლიკის არაერთი სამთავრობო მოღვაწე და სახელმწიფო უწყება. 

”ამ ბოლო დროს ჩვენ გავხდით უპრეცედენტო კიბერშეტევების სამიზნე, რომელიც მიზნად ისახავდა პოლონეთს, სახელმწიფო უწყებებს, ელექტრონული ფოსტის ინდივიდუალურ მომხმარებლებს”, - განაცხდა პოლონეთის  მთავრობის სპიკერმა პიოტრ მიულერმა.

კიბერშეტების შედეგად პრემიერ-მინისტრის აპარატის მონაცემებმა გაჟონა. მედიის ცნობით, აპარატის ხელმძღვანელმა მიხეილ დვორჩიკმა სამუშაო დავალებების შესასრულებლად პირადი ელ.ფოსტა გამოიყენა და ჰაკერებმა სისტემაში სწორედ ამ გზით შეაღწიეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system