თავში

პომპეის მოპარული ძველრომაული ფრესკები დაუბრუნდა

​პომპეის მოპარული ძველრომაული ფრესკები დაუბრუნდა
პომპეის მოპარული ძველრომაული ფრესკები დაუბრუნდა

იტალიის პოლიციის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად ნაპოვნი და ამოღებული იქნა ძველრომაული ისტორიული ნანგრევებიდან მოპარული კედლის ფრესკები. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

პოლიცია სამ ფრესკას ეძებდა, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნით თარიღდება. ისინი 1970-იან წლებში პომპეის ისტორიული ძველი შენობების კედლებიდან იყო ამოჭრილი და შემდეგ უკანონოდ გატანილი ქვეყნიდან. ფრესკები შეძენილი ჰქონდათ ამერიკელ, შვეიცარიელ და ინგლისელ ანტიკვარებით მოვაჭრეებს 1990-იან წლებში.

პირველ ფრესკაზე გამოსახული იყო მოცეკვავე ქალი ლანგარით, მეორეზე - ანგელოზი, რომელიც ფლეიტაზე უკრავს, ხოლო მესამეზე - ქალის თავი. 

სამივე ფრესკა პომპეიში დააბრუნეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system