თავში

პომპეის ვულკანმა ანტიკური მსხვერპლის ტვინი შუშად გადააქცია

პომპეის ვულკანმა ანტიკური მსხვერპლის ტვინი შუშად გადააქცია
პომპეის ვულკანმა ანტიკური მსხვერპლის ტვინი შუშად გადააქცია

ვეზუვის მთაზე მომხდარმა ამოფრქვევამ მოყოლილი მსხვერპლის ტვინის მასალა შუშად გადააქცია.მეცნიერებმა ვულკანური აფეთქებიდან ეს ფენომენი პირველად გადაამოწმეს. ამის შესახებ "Herculaneum" არქეოლოგიის საიტზე ოფიციალურად განაცხადეს. 

არქეოლოგები ადამიანის ტვინის ქსოვილს იშვიათად აღადგენენ და როდესაც ისინი ამას ახერხებენ, მის ნორმალურად გლუვი და საპნისებურია, - ნათქვამია სტატიაში, რომელიც "the New England Journal of Medicine-ში"დეტალურადაა აღწერილი. 79 წელს, ვეზუვის ამოფრქვევამ, პომპეისა და მეზობელი ჰერკულანეუმის მოსახლეობა გაანადგურა და ვულკანიდან 20 კილომეტრის (12 მილის) მანძილზე მდებარე ტერიტორიები, რამდენიმე საათში, მთლიანად ვულკანურ ნაცარში გაახვია.

1960-იან წლებში "Herculaneum-ის" არქეოლოგებმა ვეზუვისთან, პომპეისთან შედარებით უფრო ახლოს მდებარე ადგილას, ხის საწოლზე დაწოლილი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს და ითვლება, რომ ის სალოცავი ადგილის, "Collegegium Augustalium-ის" მეურვე იყო. 

ნეპალის უნივერსიტეტის "Federico II University" ანთროპოლიგისტთა გუნდის ლიდერმა, პიერო აპოლო პეტრონემ დაადგინა, რომ დაზარალებულის ტვინი ზუსტად ისე გარდაიქმნა, როგორც იმ პროცესისას, რომლის დროსაც ქსოვილი მაღალ სიცხეზე იწვის და შუშად გარდაიქმნება. დაზარალებულის თავის ქალის ნაშთების ნაწილში აღმოჩნდა ფრაგმენტები, რომლებიც შავი ფერის მბზინავ ნაწილაკებს წარმოადგენენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system