თავში

პომპეო: არაბული ქვეყნები ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებების გასაფორმებლად ემზადებიან

პომპეო: არაბული ქვეყნები ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებების გასაფორ
პომპეო: არაბული ქვეყნები ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებების გასაფორმებლად ემზადებიან

'რამდენიმე არაბული ქვეყანა ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმებების გასაფორმებლად ემზადება', - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტელეკომპანია Al-Arabiya-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები შუა აღმოსავლეთში მშვიდობის მისაღწევად მუშაობას კვლავ განაგრძობს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის განცხადებით, რეგიონისათვის ერთ-ერთ საშიშროებას ირანი წარმოადგენს.

"ჩვენ ვქმნით ალიანსს იმისთვის, რომ თეირანმა არ მოახდინოს რეგიონის დესტაბილიზაცია", - განაცხადა პომპეომ.

ცნობისთვის, ისრაელმა სექტემბერში ბაჰრეინთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმება გააფორმა. ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system