თავში

პომპეო: აშშ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება

პომპეო: აშშ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება
პომპეო: აშშ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება

'შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ბელორუსში არსებულ ვითარებას', - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ აშშ თავის ევროპელ პარტნიორებთან აწარმოებს კონსულტაციებს ბელორუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, "ცდილობს დაეხმაროს ბელორუსელებს მაქსიმალურად მიაღწიონ სუვერენიტეტსა და თავისუფლებას".

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელორუსში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. სახელმწიფო მდივანმა ასევე მოითხოვა ხელახალი, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ბელარუსის სამართალდამცავებმა მასობრივი პროტესტის ფონზე 6000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. დაიღუპა აქციის ორი მონაწილე.

ბელარუსში განვითარებული ძალადობის ფონზე, შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო სახელმწიფოს ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ქვეყნისთვის ახალი სანქციების დაწესებას აშშ და ევროკავშირი გეგმავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system