თავში

პომპეო: აშშ ირანის ბირთვულ ხელშეკრულებას აღარ დაუბრუნდება

პომპეო: აშშ ირანის ბირთვულ ხელშეკრულებას აღარ დაუბრუნდება
პომპეო: აშშ ირანის ბირთვულ ხელშეკრულებას აღარ დაუბრუნდება

ვაშინგტონი ირანის ბირთვული პროგრამის სამოქმედო გეგმას აღარ დაუბრუნდება, თუმცა იარაღის ემბარგოს მოქმედების დასრულების შემდეგ, არც თეირანისთვის შეიარაღების მიყიდვას დაუშვებს. ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.

„ირანთან ბირთვული შეთანხმების პირობების თანახმად, 2020 წლის ოქტომბერში ნებისმიერ სახელმწიფოს შეეძლო მისთვის ჩვეულებრივი შეიარაღების მიყიდვა. ამიტომ გამოვედით ჩვენ შეთანხმებიდან. ახლა ჩვენი ამოცანაა, არ დავუშვათ ირანისთვის ამ შეიარაღების მიყიდვა“, - განაცხადა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ შეეცდება გაერო-ს საშუალებითა და დიპლომატიური გზით იმოქმედოს. პომპეოს თქმით, ვაშინგტონის მოკავშირეებიც თანხმდებიან იმაზე, რომ ირანისთვის შეიარაღების მიყიდვა დაუშვებელია. პრობლემა ამ საკითხში რუსეთისა და ჩინეთის პოზიციაა, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამას უჭერენ მხარს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system