თავში

პომპეო: ნავალნის მოწამლვა, სავარაუდოდ, რუსმა მაღალჩინოსნებმა შეუკვეთეს

​პომპეო: ნავალნის მოწამლვა,
პომპეო: ნავალნის მოწამლვა, სავარაუდოდ, რუსმა მაღალჩინოსნებმა შეუკვეთეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამლვა მოსკოვში დაიგეგმა და ის მაღალჩინოსნებმა შეუკვეთეს. აშშ მომხდარზე ვაშინგტონის სავარაუდო რეაგირების საკითხზე მსჯელობს.

მანმადე ნავალნის საკითხზე კომენტირებისგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავი შეიკავა.

გერმანია და NATO აცხადებენ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" მოწამლეს და ამის ფაქტობრივი მტკიცებულებები არსებობს. 

ცნობისთვის, ომსკიდან მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system