თავში

პომპეო ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

​პომპეო ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
პომპეო ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ, გარე ძალებს კი ჩაურევლობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ კონფლიქტმა საერთაშორისო ხასიათი მიიღოს. ვთვლით, რომ გარე ძალები მის ფარგლებს გარეთ უნდა დარჩნენ", - განაცხადა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ორივე ქვეყნის ლიდერთან საუბარი უკვე შედგა.

"იმედი გვაქვს, რომ ამ დღეებში ისინი ნახავენ, რომ ძალადობა ეთნიკურ და პოლიტიკურ კონფლიქტებსა და ბრძოლას ვერ გადაწყვეტს და მესამე მხარეების არსებობა, რომლებიც მათ შეუერთდებიან, პრობლემას გაართულებს", - განაცხადა პომპეომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system