თავში

პომპეოს ბელარუსში ვიზიტის თარიღი ცნობილია

​პომპეოს ბელარუსში ვიზიტის თარიღი ცნობილია
პომპეოს ბელარუსში ვიზიტის თარიღი ცნობილია

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მინსკს 1 თებერვალს ეწვევა, - ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

მინსკში პომპეოს ვიზიტი ამ წლის 4 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა ერაყში განვითარებული მოვლენების გამო ის გადაიდო.

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია. 

გარდა ამისა, მაიკ პომპეო 29-30 იანვარს ლონდონს ეწვევა, 30 იანვარს კი კიევს. სწორედ უკრაინის დედაქალაქიდან ჩავა ბელარუსში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რის შემდეგ, 1-2 თებევრალს ნურსულთანს ეწვევა, 2-3 ნოემბერს კი ტაშკენტს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system