თავში

პომპეოს განცხადებით, აშშ ირანის მიმართ სანქციებს აღადგენს

პომპეოს განცხადებით, აშშ ირანის მიმართ სანქციებს აღადგენს
პომპეოს განცხადებით, აშშ ირანის მიმართ სანქციებს აღადგენს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ გაერო-ს მიერ დაწესებულ სანქციებს აღადგენს.

 ”უახლოეს დღეებში შეერთებული შტატები გამოაცხადებს რიგ დამატებით ზომებს გაერო-ს სანქციების იმპლემენტაციის განსამტკიცებლად და დამრღვევი მხარისათვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად", - განაცხადა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ხელახალი სანქციები ძალაში 19 სექტემბრიდან შევიდა. ამრიგად, ამოქმედდა სანქციების აღდგენის მექანიზმი, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2231 რეზოლუციაში, 2015 წელს ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების რატიფიცირებას ახდენს. ამ პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მის ნებისმიერ მონაწილეს სანქციების მოთხოვნის უფლება აქვს და  სხვა მხარეები ვეტოს უფლებას ვერ გამოიყენებენ.  

შეერთებულმა შტატებმა ბირთვული გარიგებიდან ირანის ცალმხრივი გასვლის შესახებ 2018 წელს გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი მიიჩნევენ, რომ შეერთებული შტატები აღარ ითვლება გარიგების მხარედ და თეირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების განახლების მოთხოვნის უფლება აღარ აქვს. თუმცა, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ ოფიციალურად ვაშინგტონს აქვს ამ მექანიზმის გამოყენების უფლება, ვინაიდან იგი რეზოლუციის ხელმოწერაში მონაწილეობდა.

მეორეს მხრივ, 19 სექტემბერს ევროკავშირის ე.წ. "დიდმა სამეულმა" ირანისათვის ხელახალი სანქციების დაწესების შესახებ აშშ-ის მიერ შეთავაზებული წინადადება უარყო. გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის პოზიციას მხარს უჭერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრთა უმეტესობაც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system