თავში

პოპულარული თამაშიდან Fortnite პოლიციის მანქანები ამოიღეს

​პოპულარული თამაშიდან Fortnite პოლიციის მანქანები ამოიღეს
პოპულარული თამაშიდან Fortnite პოლიციის მანქანები ამოიღეს

კომპანია Epic Games-მა პოპულარული თამაშიდან Fortnite პოლიციის მანქანები ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციაც Wall Street Journal ავრცელებს.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს პოლიტიკური განაცხადი არ არის.

"უბრალოდ ჩვენ გამოვხატეთ სენსიტიურობა პრობლემისადმი, რომელსაც გარკვეული მოთამაშეები აწყდებიან", - განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები და არეულობები შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნების რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა. ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც პოლიციელმა ფლოიდს ხელბორკილი დაადო და სახე გზის სავალ ნაწილზე მიაბჯენინა. ფლოიდი შველას ითხოვდა, ვინაიდან სუნთქვა აღარ შეეძლო, თუმცა პოლიციელებმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პოლიციელი დაკავებულია, ხოლო ოთხი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system