თავში

შტამი "დელტა პლუსი" ინდოეთის სამ შტატში მძვინვარებს

​შტამი "დელტა პლუსი" ინდოეთის სამ შტატში მძვინვარებს
შტამი დელტა პლუსი ინდოეთის სამ შტატში მძვინვარებს

COVID-19-ის მორიგი მუტირებული შტამი "დელტა პლუსი" ინდოეთის სამ შტატში გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Hindustan Times ავრცელებს.

მისი ცნობით, მაჰარასშტრას შტატში ამ შტამით ინფიცირების 21 შემთხვევაა დადასტურებული. 3 შემთხვევაა გამოვლენილი კერალა შტატში და კიდევ რამდენიმე - მადჰია-პრადეშში.

სპეციალისტები ახალი შტამის შესწავლას აგრძელებენ. მათი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს მუტაცია უფრო საშიშია, თუმცა მაჰარასშტრას შტატში არ გამორიცხავენ, რომ "დელტა პლუსი" რეგიონში კორონავირუსის მესამე ტალღის მიზეზი გახდეს, თუ მოსახლეობა უსაფრთხოების ზომებს არ დაიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system