თავში

პორტ-არტურის მასობრივი მკვლელობიდან 25 წელი გავიდა

პორტ-არტურის მასობრივი მკვლელობიდან 25 წელი გავიდა
პორტ-არტურის მასობრივი მკვლელობიდან 25 წელი გავიდა

28 აპრილს ავსტრალიაში, ქვეყნის ყველაზე მძიმე მასობრივი მკვლელობის 25 წლისთავს იხსენებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

1996 წელს შეიარაღებულმა პირმა კუნძულ ტასმანიაზე 35 ადამიანი მოკლა. მასობრივი მკვლელობა ერთ-ერთ ადგილობრივ კაფეში დაიწყო, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ. მარტინ ბრაიტმა სამხედრო ტიპის ავტომატური იარაღი გამოიყენა, რომელიც ისე შეიძინა, რომ მისი წარსული არავის გადაუმოწმებია. 

შემთხვევიდან ორ კვირაში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ჯონ ჰოვარდმა ხელი შეუწყო ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ კანონის გამკაცრებას, რომელიც ზღუდავს იარაღის ლიცენზირებას და საკუთრების კონტროლს.

შედეგად, ავსტრალიაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები მიიღეს.  

”ჩვენ ასიათასობით იარაღი ამოვიღეთ საზოგადოებიდან და შედეგად ის მივიღეთ, რომ მას შემდეგ არ ყოფილა მასობრივი სროლები და ქვეყანა ბევრად უფრო უსაფრთხო ადგილია”, - განაცხადა ჰოვარდმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system