თავში

პორტლენდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

პორტლენდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
პორტლენდში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ში, ქალაქ პროტლენდში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული აქციებისა და არეულობის გამო, მერის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

მერის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა ძალაში დღეიდან შევა და კვირის 06:00 საათამდე იმოქმედებს.

ბოლო დღეების განმავლობაში, აქციის მონაწილეების მიერ პორტლენდში არაერთი ვანდალური ქმედება განხორციელდა. დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად გადაწყვეს შენობები, ამასთან, დაუპირისპირდნენ პოლიციას.

ცნობისთვის, აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება. მომიტინგეები გასულ კვირას მინეაპოლისში 46 წლის ადგილობრივი აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ. ფლოიდი სამართალდამცავებმა მანქანიდან გადმოიყვანეს, ბორკილები დაადეს და ასფალტზე დააწვინეს, ხოლო ერთი ოფიცერი ჯორჯს კისერზე ფეხით აწვებოდა. თვითმხილველთა თქმით, დაკავებული პოლიციას ეუბნებოდა, რომ მას სუნთქვა არ შეეძლო. მალევე მან გონება დაკარგა და მოგვიანებით ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system