თავში

პორტუგალიაში ღამის კლუბები და ბარები ოქტომბრამდე დარჩება დახურული

​პორტუგალიაში ღამის კლუბები და ბარები ოქტომბრამდე დარჩება დახურული
პორტუგალიაში ღამის კლუბები და ბარები ოქტომბრამდე დარჩება დახურული

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ქვეყნის ბარები და ღამის კლუბები ოქტომბრამდე იქნება დახურული, სანამ ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ Euractiv წერს.

მოგვიანებით, ღამის ცხოვრების დაწესებულებები კვლავ გაიხსნება იმ სტუმრებისთვის, რომლებიც COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატს ან ექვივალენტს წარმოადგენენ.

პორტუგალიის ღამის კლუბები პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან დაიხურა.

ამასთან, პრემიერის თქმით, 1 აგვისტოდან შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ფაზა დაიწყება. ხელისუფლება ამ დროისთვის მოსახლეობის 57 პროცენტის ვაქცინაციას იმედოვნებს. მეორე ფაზის დაწყება 5 სექტემბრიდან იგეგმება, მესამე და ბოლო ფაზა კი ოქტომბერში აიღებს სტარტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system